ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა გაავრცელა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.