ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
გურჯანში, ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულ 1985 წელს დაბადებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით დაცვის მხარეს საქმის მასალები გადაეცა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაუმძიმდება თუ არა ბრალი მამაკაცს ჯერ ჯერობით უცნობია. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართო ხვალ იმსჯელებს.
შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ქალს ჩვილი ხელში ეჭირა. ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4- დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.