ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაწყებული მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა.

მსვლელობის დაწყებამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე სასულიერო პირებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს. დემონსტრანტებმა ოჯახური სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთან, მათ ლგბტქ თემის მიმართ ძალადობრივი ქმედებები დაგმეს. ამასთანავე, მათ ლგბტქ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას და პროპაგანდას.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად დღეს, 17:00 საათზე თბილისში კიდევ ერთი მსვლელობაა დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდგომაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება.