ოჯახი მადლობას უხდის ყველას, ვინც მაია ოთინაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო [ვიდეო]
პატიმრობიდან გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილის ნათესავმა ირინა მაყიშვილმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
ირინა მაყიშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ოთინაშვილის გათავისუფლებაში მონაწილეობა მიიღო.
მაყიშვილის თქმით, ოთინაშვილი კარგად გამოიყურება და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.
„ერთი შეხედვით, კარგად გამოიყურება. რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაცემია, ნამდვილად არ არის ნაცემი. ვინც ამ საქმეში ჩაერია, ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, მადლობას ვუხდი საქართველოს, რომ ასე გვერდში დაგვიდგნენ. შეხვედრისას მხოლოდ ჩახუტება იყო და ერთმანეთს მხოლოდ მივესალმეთ, სხვა ვერაფერი ვუთხარით. გვითხრა, არაფერი დაზიანება არ მაქვსო, მხოლოდ წაყვანის დროს რომ გაუძალიანდა, ეს იყო. სხვა არანაირი დაზიანებები არ აღენიშნება. მაიამ თქვა, კარგად მექცეოდნენო“, – განაცხადა ოთინაშვილის ნათესავმა.
ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საოკუპაციო ძალებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს.