პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის სახლში დაბრუნების ემოციური ვიდეოკადრები

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებული მაია ოთინაშვილის სახლში დაბრუნების ემოციური ვიდეოკადრები.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაია ოთინაშვილი საკუთარ ოჯახში იმყოფება.

საოკუპაციო ძალებმა ის 29 სექტემბერს დააკავეს. ოთინაშვილის ოჯახში დღეს სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მისი გათავისუფლების პროცესში იყვნენ ჩართული.