რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

დატოვე კომენტარი