ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ჯამში 2 107 467 აცრაა ჩატარებული, 22 ნოემბერს აიცრა 9 594 პირი
23 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 107 467 აცრა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 114 749 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.2 პროცენტია, სრულად კი ვაქცინირებულია 982 714 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.4 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 22 ნოემბერს აიცრა 9 594 პირი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 428 პაციენტი, 62 კი გარდაიცვალა.