OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა
OECD-ის ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციაში საქართველომ რისკის რეიტინგი ერთი საფეხურით გაიუმჯობესა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების საკრედიტო რისკების კლასიფიკაციის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან საქართველომ ერთი საფეხურით გაიუმჯობესა რისკის რეიტინგი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეიტინგი დგება OECD-ის წევრი ქვეყნების ოფიციალური საექსპორტო საკრედიტო სააგენტოების შეფასების საფუძველზე და მოიცავს როგორც ამ ორგანიზაციის წევრ, ისე არაწევრ ქვეყნებს. ქვეყნების რისკის კლასიფიკაციის მიზანია, ქვეყნის გადახდისუნარიანობის რისკის შეფასება.

„მისი მიზანია საექსპორტო-საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ქვეყნის რისკის შეფასება, რომელსაც იყენებენ საკრედიტო პირობების განსასაზღვრად.

რეიტინგის ზრდა, ანუ რისკის შემცირება, საქართველოს კერძო სექტორისთვის გაზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.