ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია არჩეული თავმჯდომარის რანგში საქართველოს წარმომადგენელმა პირველად გახსნა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენცია არჩეული თავმჯდომარის რანგში საქართველოს წარმომადგენელმა პირველად გახსნა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით, საგადასახადო შეთანხმებებთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, „მრავალმხრივი კონვენციის (MLI) კონფერენცია“ თავმჯდომარის რანგში პირველად გახსნა საქართველოს წარმომადგენელმა, ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის მიმართულების ხელმძღვანელმა, მარი ხურციძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კონფერენციის თავმჯმდომარე ქვეყნად არჩეულ იქნა 2020 წლის ნოემბერში. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც OECD-ის არაწევრი ქვეყანა, OECD-ში კონფერენციას უხელმძღვანელებს სამი წლის ვადით.

კონფერენციას ესწრებოდა 180-მდე დელეგატი და მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივი კონვენციის (MLI) გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

მრავალმხრივი კონვენციის (MLI) მიზანია OECD-ის მიერ ინიცირებული „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის“ (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებებში. ამჟამად, მრავალმხრივი კონვენცია (MLI) ძალაშია 95 ქვეყნისთვის. საქართველომ აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2017 წლის 7 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 2019 წლის პირველ ივლისს.