ბრიტანელ მსახიობზე, ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.
სერიალი 2015 წელს გამოცემული წიგნის, Audrey at Home მიხედვით შეიქმნება.
ახალ სატელევიზიო შოუზე The Young Pope-ის შემქმნელები იმუშავებენ. სერიალში ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები იქნება ნაჩვენები.
ოსკაროსანი მსახიობი 60-იანი წლების ჰოლივუდის სიმბოლო და ეპოქის სახეა.