ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებენ

10:59, 12.12.2018

ბრიტანელ მსახიობზე, ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Variety ავრცელებს.

სერიალი 2015 წელს გამოცემული წიგნის, Audrey at Home მიხედვით შეიქმნება.

ახალ სატელევიზიო შოუზე The Young Pope-ის შემქმნელები იმუშავებენ. სერიალში ოდრი ჰეპბერნის ცხოვრებიდან საინტერესო ფაქტები იქნება ნაჩვენები.

ოსკაროსანი მსახიობი  60-იანი წლების ჰოლივუდის სიმბოლო და ეპოქის სახეა.

მსგავსი