ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა
ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა

უკრაინის ქალაქ ოდესაში ტრამვაის ცეცხლი გაუჩნდა. „როიტერის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორმა მგზავრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ტრამვაის ვაგონში ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე წუთში მგზავრების ევაკუაცია მაშველებმა განახორციელეს.

ცეცხლი სახანძრო სამსხურმა ჩააქრო. ხანძარმა ვაგონის სალონი მთლიანად გაანადგურა.

ტრამვაიში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.