რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით იერიშის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა
რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით იერიშის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა

რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით იერიშის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამიზნე იყო სამრეწველო ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაშვებული 16 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის ჩამოგდება შეძლეს. შვიდი მათგანი განადგურებულია ოდესის ოლქში. დრონების თავდასხმის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები.