ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილი დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პარლამენტის სპიკერის მოადგილის, საულ მუსტაფაევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
55 წლის დარიგა ნაზარბაევა ყაზახეთის სენატის სპიკერი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა მოულოდნელად თანამდებობა დატოვა.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირველი პირის მოვალეობები სენატის მაშინდელ სპიკერს, კასიმ-ჯომარდ ტოკაევს დაეკისრა, რის გამოც სპიკერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. 22 მარტს საიდუმლო კენჭისყრის დროს, დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას მხარი სენატში მყოფმა 44-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კასიმ-ჯომარდ ტოკაევმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 9 ივნისს გაიმართება.