ნურმაგომედოვის მენეჯერი - მეივეზერი ხაბიბთან ჩხუბს ითხოვს
ნურმაგომედოვის მენეჯერი - მეივეზერი ხაბიბთან ჩხუბს ითხოვს

რუსი მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა განაცხადა, რომ პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი დაინტერესებულია ბრძოლის გამართვით აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) რუს ჩემპიონთან.

„ფლოიდ მეივეზერი დღემდე იხვეწება ხაბიბთან ბრძოლას. ყოველ კვირა მომმართავენ ფლოიდთან დაკავშირებით და სურთ ბრძოლის ორგანიზება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა აბდელ-აზიზმა „თი-ემ-ზეტ სპორტსთან“ (TMZ Sports) კომენტარში.

30 წლის ნურმაგომედოვმა თავისი ბოლო ბრძოლა 2018 წლის ოქტომბერში ჩაატარა – მან დაამარცხა ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი.

ხაბიბის მორიგი ჩხუბი 7 სექტემბერს გაიმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. რუსის მოწინააღმდეგე დასტინ პორიე იქნება.