ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც ახალგორიდან თბილისში გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა
ოკუპირებული ახალგორის მცხოვრები 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, მას მკურნალობა სჭირდებოდა, თუმცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
„დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, უნდოდა მკურნალობა. გადმოსვლის საშუალება არ მისცეს და რომ დამძიმდა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. გზაში დაიღუპა. „წითელმა ჯვარმა“ გადმოიყვანა“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.