ნუგზარ თინიკაშვილი - ახალგორის მიმართულებით გადაადგილება 2019 წლიდან იყო ჩაკეტილი, ადამიანები ამდენი წლის შემდეგ შეძლებენ საკუთარი სახლების მონახულებას, საფლავების მოვლა-პატრონობას
ნუგზარ თინიკაშვილი - ახალგორის მიმართულებით გადაადგილება 2019 წლიდან იყო ჩაკეტილი, ადამიანები ამდენი წლის შემდეგ შეძლებენ საკუთარი სახლების მონახულებას, საფლავების მოვლა-პატრონობას

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, კარგია, რომ დღეიდან ახალგორის მიმართულებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

მისივე განმარტებით, ღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, ადამიანები გადაადგილებას ე.წ. საშვისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტით შეძლებენ.

„2019 წლის 5 სექტემბრიდან ჩაკეტილი იყო ახალგორის მიმართულებით გადადგილება. იშვიათი გამონაკლისის დროს ხდებოდა კონკრეტული პირების გადმოყვანა და დღეიდან 25 აპრილის ჩათვლით, საღამოს ცხრა საათამდე იქნება გახსნილი პირობითი საზღვარი. იქ გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. საშვის მქონე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტის მქონე ადამიანებს. ძალიან კარგია, რადგან ადამიანები ამდენი წლის შემდეგ შეძლებენ საკუთარი სახლების მონახულებას, საფლავების მოვლა-პატრონობას და პატივის მიგებას. ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ყოველთვის ისმება საკითხი, რომ გახსნილი იყოს ახალგორის მიმართულებით მოძრაობა. ბოლო შეხვედრაზეც იყო საუბარი, სააღდგომოდ მისცემოდათ გადასვლის საშუალება“, – აღნიშნა ნუგზარ თინიკაშვილმა.