მეოთხედფინალამდე წარმატებით მისული ნუგზარ ტატალაშვილი ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ჩეხ იარომირ მუსილთან გამართულ ჯგუფის ფინალში, იგი ვაზარზე დავარდა, რის შემდეგაც მეტოქემ შებოჭვა დაიწყო, საიდანაც ტატალაშვილმა თავის დაძვრენა ვეღარ მოახერხა დასანანი მარცხიც იწვნია.
ბრინჯაოს ნახევარფინალში ქართველ ძიუდოისტს ბულგარელ ივაილო ივანოვთან შეხვედრა მოუწევს, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობას კიდევ ერთი ქართველი – ზებედა რეხვიაშვილი, მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.