ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ტანკერის ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა, დუბაიში ჩაფრინდა
ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ტანკერის ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა, დუბაიში ჩაფრინდა

ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ტანკერის ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთა შორის საქართველოს ერთი მოქალაქეცაა, დუბაიში ჩაფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი” ხომალდის მფლობელ კომპანია „ფრონტლაინზე” დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ეკიპაჟის 23 წევრი დუბაიში ირანის ქალაქ ბენდერ-აბასიდან გაფრინდა.

ამასთან, როგორც „როიტერსს” „ფრონტლაინის” წარმომადგენლებმა განუცხადეს, საქართველოს, ფილიპინებისა და რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ეკიპაჟის წევრების უმრავლესობა დუბაიდან პირდაპირ სამშობლოში გაემგზავრა. დანარჩენები კი, საუდის არაბეთს 16 ივნისს დატოვებენ.

13 ივნისს ომანის სრუტეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი ხომალდის ეკიპაჟი ირანელმა მესაზღვრეებმა და მაშველებმა ირანის პორტში გადაიყვანეს, მეორე ტანკერიდან კი, რომელიც იაპონურ კომპანიას ეკუთვნოდა, ეკიპაჟის წევრები ამერიკული საზღვაო ხომალდის ბორტზე გადაიყვანეს. ორივე ტანკერის ეკიპაჟის წევრები უვნებლები არიან.

აშშ-მა ომანის სრუტეში ნავთობმზიდებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.