ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური - ნორვეგიის საზღვართან რუსეთის ჯარების რაოდენობა არის 20 პროცენტი ან ნაკლები, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო
ნორვეგიის საზღვართან რუსეთის ჯარების რაოდენობა არის 20 პროცენტი ან ნაკლები, ვიდრე უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყო, – ამის შესახებ ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალმა ეირიკ კრისტოფერსენმა განაცხადა.
ოსლოში ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მეთაურთა შეხვედრის შემდეგ საუბრისას, ეირიკ კრისტოფერსენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ძალიან კარგად“ იცოდა, რომ ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.
„თუ მას სჯეროდა, რომ ჩვენ რუსეთს ვემუქრებოდით, ის ვერ გადავიდოდა თავისი ჯარით უკრაინაში, რათა ებრძოლა იქ“, – განაცხადა ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა.
თავის მხრივ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქცევის ეს ნიმუში ასევე ეხება იმას, თუ როგორ მოიქცა მოსკოვი მეზობელი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ.
„რუსეთმა იცის, რომ ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ მათზე თავდასხმას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სრულიად განსხვავებულად უპასუხებდნენ ფინეთის გაწევრიანებას“, – განაცხადა რობ ბაუერმა.