ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ნატო არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელსაც გააძლიერებს შვედეთის გაწევრიანება, ეს სამიტი ისტორიულია
ნატო არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელსაც გააძლიერებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს სამიტი ისტორიულია.
„ჩვენ განვაახლებთ რეგიონული თავდაცვის გეგმებს და რეგიონულ სტრუქტურას, სამეთაურო პუნქტების სტრუქტურას და უზრუნველვყოფთ ნატო-ს ოპერაციების დაფინანსებას. ეს არის ალიანსში გაწეული რთული სამუშაოს შედეგი. ბოლოს, ჩვენ დავადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინისადმი. ნორვეგიას აქვს უკრაინის მხარდაჭერის 5-წლიანი პროგრამა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ველოდებით, რომ სამიტი აჩვენებს მკაფიო პერსპექტივას, რომ უკრიანის მომავალი ნატო-შია, რომ ჩვენ ვაძლიერებთ თანანამშრომლობას და ნატო-უკრაინის პირველი საბჭო ხაზს გაუსვამს ამ პოლიტიკურ განზომილებას. ამიტომ ეს არის ნამდვილად ისტორიული სამიტი“, – აღნიშნა ნორვერგიის პრემიერ-მინისტრმა.