ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი – ნატო არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელსაც გააძლიერებს შვედეთის გაწევრიანება, ეს სამიტი ისტორიულია

13:11, 11.07.2023

ნატო არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელსაც გააძლიერებს შვედეთის ალიანსში გაწევრიანება, – ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სამიტი ისტორიულია.

„ჩვენ განვაახლებთ რეგიონული თავდაცვის გეგმებს და რეგიონულ სტრუქტურას, სამეთაურო პუნქტების სტრუქტურას და უზრუნველვყოფთ ნატო-ს ოპერაციების დაფინანსებას. ეს არის ალიანსში გაწეული რთული სამუშაოს შედეგი. ბოლოს, ჩვენ დავადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინისადმი. ნორვეგიას აქვს უკრაინის მხარდაჭერის 5-წლიანი პროგრამა, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ველოდებით, რომ სამიტი აჩვენებს მკაფიო პერსპექტივას, რომ უკრიანის მომავალი ნატო-შია, რომ ჩვენ ვაძლიერებთ თანანამშრომლობას და ნატო-უკრაინის პირველი საბჭო ხაზს გაუსვამს ამ პოლიტიკურ განზომილებას. ამიტომ ეს არის ნამდვილად ისტორიული სამიტი“, – აღნიშნა ნორვერგიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი