ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგიიდან ჩასული მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, 10-დღიანი კარანტინი გაიარონ
ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბელგიიდან ჩასული მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, ნორვეგიაში 10-დღიანი კარანტინი გაიარონ.
ამის მიზეზი ბელგიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში 300-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.