ნორვეგია უკრაინას ექვს ერთეულ F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებელს გადასცემს. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება წელს უნდა დაიწყოს.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას ეყოლება გაწვრთნილი პილოტები და დამხმარე პერსონალი, კოალიციის წევრები კიევს ახალ თვითმფრინავებსაც დაუმატებენ.
ნორვეგიამ თავისი F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავები 2021 წელს შეიარაღებიდან მოხსნა, ახალ F-35-ის ტიპის თვითმფრინავებზე ეტაპობრივი გადასვლის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და ნიდერლანდები დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ F-16-ის თვითმფრინავების ფრონტზე მოქმედება რაც შეიძლება მალე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, 128 ერთეული F-16, რათა ეფექტურად დაუპირისპირდეს რუსეთს ცაში.