ნორვეგია აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ნორვეგია არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, აუდუნ ჰალვორსენმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„ნორვეგია არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 22 მარტს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგს. ჩვენ კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – დაწერა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწმიფო მდივანმა, აუდუნ ჰალვორსენმა.