ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო]

ისტორიული დღე საქართველოს პირველი არხისთვის.

ტელევიზიას დღეს ნონა გაფრინდაშვილი სტუმრობდა. პირველი არხის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს ლეგენდარულ მოჭადრაკესთან თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ.

„ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ – ასე ჰქვია მსოფლიო ტურნეს, რომლის ფარგლებში დღევანდელი ერთდროული თამაშის სეანსი შედგა.

ემოციური მომენტები და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან შეხვედრისას მიღებული შთაბეჭდილებები – ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.