საფეხბურთო ტაიმაუტი I ნონა გაფრინდაშვილი - ჩვენი ნაკრების თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე, მჯერა, უფრო წინ წავალთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი I ნონა გაფრინდაშვილი - ჩვენი ნაკრების თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე, მჯერა, უფრო წინ წავალთ #1TVSPORT

ლეგენდარულმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და 26 მარტს ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

„არ ვუშვებდი, რომ ლუქსემბურგთან წავაგებდით, რადგან ჩვენი ახალგაზრდები უმატებენ და გამოცდილებას იღებენ. ამას გარდა, ხომ უნდა დადგეს ის მომენტი, როდესაც ჩვენი ნაკრები წინ წაიწევს. ნათქვამი მაქვს, დღეს თუ არა ხვალ, ეს ბიჭები ბევრ რამეს გააკეთებენ-მეთქი.

თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთი ასე არ მომწონებია, ყველა რგოლი დალაგებული იყო – მეკარიდან დაწყებული ბოლო ფეხბურთელით დამთავრებული.

ადრე ყველაზე მეტად პრესინგის დროს ბურთის გამოტანა გვიჭირდა. ლუქსემბურგი კი აბსოლუტურად ყველანაირად დავჯაბნეთ. არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ის ცუდი გუნდი იყო. ღირსეულად მოვიგეთ და ფეხბურთელებს დამსახურებული გამარჯვება, მინდა, მივულოცო.

წარმატება სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი გამოიცნეს. იმედით ვუყურებ 26 მარტს და დიდი რწმენა მაქვს, რომ უფრო წინ წავალთ. საბერძნეთთან 26 მარტის შეხვედრას იმედით ველოდები“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.