ნოელ კურანი - საქართველო თანამედროვე, პროგრესული საზოგადოებაა, რომელიც წინ მიიწევს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა არის ამის სიმბოლო, გილოცავთ, ეს არის მსოფლიო კლასის შენობა
გამიმართლა, რომ მთელ მსოფლიოში ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვეწვიე და მინდა, გითხრათ, ეს არის მსოფლიო კლასის შენობა, სივრცე, არქიტექტურა, ტექნოლოგია, უმაღლესი კლასი, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის თავმჯდომარემ, ნოელ კურანმა საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გახლავთ თანამედროვე, პროგრესული საზოგადოება, რომელიც წინ მიიწევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა არის ამის სიმბოლო.
„გილოცავთ, ეს არის ფანტასტიკური. მე გამიმართლა, რომ მთელ მსოფლიოში ყველა საზოგადოებრივ მაუწყებელს ვეწვიე და მინდა, გითხრათ, ეს არის მსოფლიო კლასის შენობა, სივრცე, არქიტექტურა, ტექნოლოგია, უმაღლესი კლასი და ყველას ვულოცავ, ვულოცავ საქართველოს. საქართველო გახლავთ თანამედროვე, პროგრესული საზოგადოება, რომელიც წინ მიიწევს და ეს შენობა არის ამის სიმბოლო. ვულოცავ ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილს, ის არის ევროპულ საზოგადოებრივ მაუწყებლობაში უზარმაზარი ფიგურა, რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს. დიდი მადლობა ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს, დიდი მადლობა ყველას საბჭოდან“, – განაცხადა ნოელ კურანმა.
მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა მეტყველებს ინოვაციაზე, კრეატიულობაზე, დინამიზმსა და წინსვლაზე.
„ეს შენობა მეტყველებს ინოვაციაზე, კრეატიულობაზე, დინამიზმსა და წინსვლაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი გახლავთ გადამწყვეტი საზოგადოებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვანია კულტურულად, ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენ ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ტრანსფორმაცია, ინოვაცია, წინსვლა და ამას ვხედავთ დღეს, გილოცავთ, ეს არის ექსტრაორდინარული მიღწევა. ჩვენი ასოციაცია სრულად დაგეხმარებათ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გზაზე და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ“, – განაცხადა ნოელ კურანმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.