ნიუ მექსიკოს უმაღლეს სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - დაშავებულია 12 ადამიანი
ნიუ მექსიკოს უმაღლეს სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებულია 12 ადამიანი, ხოლო თავდამსხმელი განეიტრალებულია, თუმცა პოლიციას არ განუმარტავს ის დააკავეს თუ მოკლეს.
ნიუ მექსიკოს ჩრდილოეთ ნაწილში აზტეკის უმაღლეს სკოლაში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გახსნა.
სასწავლო დაწესებულებიდან განხორციელდა ხალხია ევაკუაცია.
პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. უსაფრთხოების მინით, დაიხურა რამდენიმე ახლომებარე სკოლაც.