ნიუ მექსიკოს უმაღლეს სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა – დაშავებულია 12 ადამიანი

21:49, 07.12.2017

ნიუ მექსიკოს უმაღლეს სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, დაშავებულია 12 ადამიანი, ხოლო თავდამსხმელი განეიტრალებულია, თუმცა პოლიციას არ განუმარტავს ის დააკავეს თუ მოკლეს.

ნიუ მექსიკოს ჩრდილოეთ ნაწილში აზტეკის უმაღლეს სკოლაში დაუდგენელმა პირმა ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გახსნა.

სასწავლო დაწესებულებიდან განხორციელდა ხალხია ევაკუაცია.

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. უსაფრთხოების მინით, დაიხურა რამდენიმე ახლომებარე სკოლაც.

 

მსგავსი