ნიუ მექსიკოს სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ორი სტუდენტი ემსხვერპლა

22:07, 07.12.2017

ნიუ მექსიკოს სკოლაში სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა. ასევე ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ნიუ მექსიკოს შტატის პოლიცია უარყოფს ინფორმაციას დაშავებულების შესახებ.

ნიუ მექსიკოს ჩრდილოეთ ნაწილში აზტეკის უმაღლეს სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გახსნა.

სასწავლო დაწესებულებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. უსაფრთხოების მიზნით, დაიხურა რამდენიმე ახლომდებარე სკოლაც.

მსგავსი