ნიუ მექსიკოს სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ორი სტუდენტი ემსხვერპლა
ნიუ მექსიკოს სკოლაში სროლის შედეგად ორი სტუდენტი დაიღუპა. ასევე ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC News-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ნიუ მექსიკოს შტატის პოლიცია უარყოფს ინფორმაციას დაშავებულების შესახებ.
ნიუ მექსიკოს ჩრდილოეთ ნაწილში აზტეკის უმაღლეს სკოლაში უცნობმა პირმა ცეცხლი ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე გახსნა.
სასწავლო დაწესებულებიდან განხორციელდა ხალხის ევაკუაცია. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. უსაფრთხოების მიზნით, დაიხურა რამდენიმე ახლომდებარე სკოლაც.