ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ტრენტონში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20-მდე პირი
ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ტრენტონში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20-მდე პირი.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი გამოფენაზე ღამით მოხდა.
თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი სამართალდამცველმა გაუხსნა, რომელიც იმ დროს გამოფენაზე ვიზიტორის სტატუსით იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვის ცეცხლს ემსხვერპლა გარდაცვლილი, ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.