ნიუ-ჯერსიში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
ნიუ-ჯერსიში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ჯერსი-სიტიში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის პოლიციის ოფიცერი და ორი შეირაღებული თავდამსხმელია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმა დაუდგენელმა პირმა ნიუ-ჯერსის სასაფლაოს მახლობლად პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი სავარაუდოდ ოჯახურ ძალადობას უკავშირდებოდა. დევნის დროს, თავდამსხმელები ახლომდებარე მაღაზიაში ჩაიკეტნენ, საიდანაც სამართალდამცველებს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს.

გარდაცვლილთა შორის სამი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომლებიც ინციდენტის დროს მაღაზიაში იმყოფებოდნენ. სროლის შედეგად ასევე დაშავებულია ორი პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, ის მომხდარი საშინელი სროლის შესახებ ინფორმირებულია და ამ რთულ და ტრაგიკულ დროს ფიქრით და ლოცვით მსხვერპლსა და მათ ოჯახებთანაა.