ნიუ-ჯერსის რამდენიმე რაიონში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ-ჯერსის რამდენიმე რაიონში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-ჯერსის რამდენიმე რაიონში წყალდიდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ნიუ-ჯერსის ხუთ რაიონში გამოცხადდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერმა, გადაუღებელმა წვიმამ ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვია. ნიუ-ჯერსის გარდა, სტიქიამ დააზარალა ნიუ-იორკის, პენსილვანიის, მერილენდისა და ვირჯინიის შტატები.

დატბორილია ასობით სახლი, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.