ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ ექვსი პირი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ მფრინავი გადარჩა.
ვერტმფრენმა კატასტროფა ისტ-რივერის სრუტეში განიცადა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.