ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

11:13, 12.03.2018

ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ბორტზე სულ ექვსი პირი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ მფრინავი გადარჩა.

ვერტმფრენმა კატასტროფა ისტ-რივერის სრუტეში განიცადა.

ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი