ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება
ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

ნიუ იორკში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. მიზეზი გაერო-ს გენერალური ასამბლეაა, რომელიც მომავალი კვირიდან იწყება.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯონ მილერი აცხადებს, რომ კონკრეტული საფრთხე არ არსებობს. უსაფრთხოების ზომების განსაკუთრებით გამკაცრების მიზეზი სოლსბერიში მომხდარი თადასხმაა. 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი მოწამლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ იროკის პოლიციის დეპარტამენტმა კონსულტაცია გაიარა ბრიტანელ კოლეგებთან.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გაერო-ს რიგით 73-ე გენერალური ასამბლეისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. პოლიციის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის დროს ქალაქში 67 აქციაა დაგეგმილი. მათი უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგაა.