სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერის სახლთან მოქალაქეებმა ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული პროექტის დამტკიცება გააპროტესტეს, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა
სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერის სახლთან მოქალაქეებმა ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული პროექტის დამტკიცება გააპროტესტეს, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

ნიუ-იორკში, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის ხალხთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებით სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი გააპროტესტეს.

მომიტინგეებმა მოუწოდეს ჩაკ შუმერს, მხარი დაუჭიროს ისრაელისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტას.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. ნიუ-იორკის პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.