ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
„უამინდობის გამო ნიუ იორკში, ვესჩესტერსა და ლონგ აილენდში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, -ამის შესახებ განცხადება კუომომ Twitter-ის საშუალებით გამოაქვეყნა.
ექსტრემალური პირობების გამო მუშაობა შეაჩერეს ჯონ კენედისა და ლა გუარდიას აეროპორტებმა.
„ძლიერი ქარისა და გართულებული ხილვადობის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია“, – Twitter-ის გვერდზე წერს ლა გუარდიას აეროპორტის ადმინისტრაცია.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა ნიუ იორკში მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა.