ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

„ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება ისრაელის მთელ ტერიტორიაზე”,- ნათქვამია გალანტის ოფისის განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობა საშუალებას აძლევს სამხედროების შიდა ფრონტის სარდლობას, შეზღუდოს შეკრებები და დახუროს ტერიტორიები.

მანამდე გალანტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ღაზის სექტორიდან 80 კილომეტრის მანძილზე, თუმცა ახლა საგანგებო მდგომარეობა მთელი ისრაელის მასშტაბით გამოცხადდა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.