ნიუ იორკში უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

00:44, 05.01.2018

ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

„უამინდობის გამო ნიუ იორკში, ვესჩესტერსა და ლონგ აილენდში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებ“, -ამის შესახებ განცხადება კუომომ Twitter-ის საშუალებით გამოაქვეყნა.

ექსტრემალური პირობების გამო მუშაობა შეაჩერეს ჯონ კენედისა და ლა გუარდიას აეროპორტებმა.

„ძლიერი ქარისა და გართულებული ხილვადობის გამო ფრენები დროებით შეჩერებულია“, – Twitter-ის გვერდზე წერს ლა გუარდიას აეროპორტის ადმინისტრაცია.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა ნიუ იორკში მინუს ცხრა გრადუსამდე დაეცემა.

მსგავსი