ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს
ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს

ნიუ იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დახურეს. ამის მიზეზი აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება გახდა. მანჰეტენზე ტურისტებისთვის სპეციალური გამაფრთხილებელი აბრები გამოაკრეს.

თავისუფლების ქანდაკება არ არის ერთადერთი ტურისტული ობიექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსების დროებით შეწყვეტის გამო დახურეს. დამთვალიერებლებისთვის დახურულია ბიუჯეტის დაფინანსებაზე დამოკიდებული ეროვნული პარკებისა და მუზეუმების მესამედი ნაწილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დროებითი ბიუჯეტი მიიღეს, თუმცა დემოკრატი სენატორების წინააღმდეგობის გამო, კანონის დამტკიცება ვერ მოხერხდა. შედეგად აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობა დროებით შეჩერდა.

მხარეებს შორის შეუთანხმებლობა რამდენიმე საკითხზე არსებობს. მათ შორის არის მიგრაციაც. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატ სენატორებს ეროვნული უსაფრთხოებაზე მეტად არალეგალი მიგრანტების ბედი აღელვებთ.