„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 20-მდე დემოკრატი კონგრესმენი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ მოუწოდებს 
„ნიუ იორკ თაიმსი“ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 20-მდე დემოკრატი კონგრესმენი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ მოუწოდებს 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 20-მდე დემოკრატი კონგრესმენი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვისკენ საჯაროდ მოუწოდებს. განცხადება წარმომადგენელთა პალატის 213-დან 19-მა დემოკრატმა კონგრესმენმა და ერთმა დემოკრატმა სენატორმა გააკეთა.

ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.

„პრეზიდენტ ბაიდენს ქვეყანის კეთილდღეობისთვის მოვუწოდებთ, საარჩევნო რბოლიდან კანდიდატურა მოხსნას“, – განაცხადა სენატორმა ვერმონტის შტატიდან, პიტერ უელჩმა.

კალიფორნიის წარმომადგენელმა, მაიკ ლევინმა კი აღნიშნა, რომ „დროა, პრეზიდენტმა ბაიდენმა ესტაფეტა სხვას გადასცეს“.

მანამდე „ნიუ იორკ თაიმსმა” დაწერა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო რბოლაში დარჩება, უმსხვილესი დემოკრატი დონორები 90-მილიონიანი შემოწირულობის გაყინვას გეგმავენ.