„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს გასვლითი რეგიონული ღონისძიება გორში გაიმართება

10:21, 14.09.2024

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება.

როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს შეხვედრა ქალაქ გორში 18:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

მსგავსი