ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა
ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა.

როგორც პირველ არხს აეროპორტში განუცხადეს, გაუქმებულია სტამბოლიდან დაგეგმილი ოთხი რეისი, რომელთაგან ორი ათათურქის, ხოლო კიდევ ორი გიოქჩენის სახელობის აეროპორტიდან უნდა შესრულებულიყო.

ამასთან, გაუქმებულია ორი ავიარეისი თეირანიდან, ხოლო თითო – დუბაიდან, ურუმჩიდან და ალმაატიდან.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, დანარჩენი ავიარეისების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.