ნისლის გამო თბილისის აეროპორტის ნაცვლად დოჰას რეისი ბაქოში გაფრინდა, კიევის - ქუთაისში, ხოლო ალმათის - ყაზახეთში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერი ნისლის გამო შეფერხებით მუშაობს. აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.

როგორც პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, დოჰას რეისი ბაქოში გაფრინდა, კიევის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ალმათის – უკან, ყაზახეთში.

სამივე ეს რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თავზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხილვადობის გამოსწორებას ელოდებოდა.