ნინოწმინდაში მცხოვრებმა დუხობორებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.
დღესასწაულის შესახვედრად და სალოცავად მორწმუნეები დუხობორების მუზეუმში შუაღამისას შეიკრიბნენ.
თითოეულ მათგანს საკუთარი როლი და ფსალმუნი ჰქონდა, რომელებიც წაიკითხეს.
ფსალმუნების კითხვის დასრულების შემდეგ, დუხობორებმა იგალობეს.
გალობის შემდეგ კი, მათ ერთმანეთს აღდგომა მიულოცეს და მომავალ ლოცვამდე დაემშვიდობნენ.
აღდგომის დღესასწაულზე 40-დღიანი მარხვა დასრულდა.