ნინოწმინდაში, სოფელ ჯიგრაშენთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, მეორესი კი მძიმე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.