ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატში სტრუქტურის რეორგანიზაციას გეგმავს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატში სტრუქტურის რეორგანიზაციას გეგმავს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სტრუქტურის რეორგანიზაცია იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია ომბუდსმენმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწოდა.

ნინო ლომჯარიამ სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მანდატის გაფართოების მიუხედავად, წლების განმავლობაში სტრატეგიული ხედვის შემუშავება არ მომხდარა. სწორედ ამ კუთხით, აპარატი 2019-21 წლების სტრატეგიულ ამოცანებს დასახავს.

„შეფასდა ორგანიზაციული საქმიანობა, მდგომარეობა და თანამშრომლების გარე აქტორების მაქსიმალური ჩართულობით შემუშავდა მომავალი სამი წლის სტრატეგიული გეგმა. სამი ძირითადი ამოცანა გამოიკვეთა, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევების პროაქტიული გამოვლენის მიმართულებით ჩვენი საქმიანობის გააქტიურება, ასევე რეაგირების თვალსაზრისით ჩვენი საქმიანობის ხარისხის ეფექტურობის გაზრდა და პრევენციული მიმართულებით საქმიანობის გაძლიერება”,- განაცხადა ლომჯარიამ.